გერმანია

გერმანია, ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაშიჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვადანია და ბალტიის ზღვააღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთისამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთიბელგიალუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357 021 კმ². 2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია.
გერმანია ფედერაციული მმართველოს ქვეყანაა, სადაც მოქმედებს 1949 წელს მიღებული კონსტიტუცია. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს, ბუდესტაგს, ირჩევენ ოთხი წლის ვადით და შედგება 496 დეპუტატისაგან. პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქნეს 21 წელს მიღწეული მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი აქვს 18 წლის მოქალაქეს. საკანონმდებლო სისტემაში მნიშვნელოვანია ასევე ბუნდესრატის როლი, სადაც შედიან მიწების მთავრობათა წევრები. მთავრობას მეთაურობს კანცლერი. გერმანია მრავალპარტიული ქვეყანაა.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. პრეზიდენს, კონსტიტუციის თანახმად, ირჩევენ 5 წლის ვადით ფედერალურ კრებაზე. ერთი და იმავე კანდიდანტურის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ. იხილეთ ბმული:

No comments:

Post a Comment