დიდი ბრიტანეთი

Image result for დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაშიბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს — ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანითჩრდილოეთის ზღვითლა-მანშის სრუტითა და ირლანდიის ზღვით. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით.
XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია1918 წელს ჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებსა და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები. იხილეთ ბმული:

No comments:

Post a Comment